Monday, December 14, 2009

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელი:ნარკომანია ერის პრობლემა.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პროექტის მონაწილეების გაცნობიერება იმასში თუ რამდენად საშიშია ნარკომანია, მათი ჯანმრთელობისთვის და მათ გვერდით მყოფი ადამიანებისთვის.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები ჩაატარებენ კვლევას და შეეცდებიან უპასუხონ კითხვებს: – რა არის ნარკომანია?
– რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ხდება ნარკომანი?
– შეიძლება თუ არა ნარკომანიის თავიდან აცილება?
– რა დასკვნები შეიდზლება გამოვიტანოთ ამ კვლევების შედეგად და რა შეიძლება ვიღონოთ ნარკომანიის დასამარცხებლად?
შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც გადაინაწილებენ კითხვებს და ამ კითხვების მშვეობით შეუდგებიან კვლევას. სანამ კვლევას დაიწყებენ ისინი ნახავენ ამ თემაზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებს (youtube.ge– საიტზე) რის შედეგადაც სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შთაბეჭდილებების გადმოცემას (მაგ: ნახატი, აპლიკაცია და სხვა) . განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი. წაიკითხავენ და გამართავენ დისკუსიას ნარკომანიის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებზე. შექმნიან ბუკლეტებს.
4.მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი ნებისმიერი თვე სასწავლო პროცესის განმავლობაში.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კონკურსი იმის შესახებ ვინ მეტ ინფორმაციას მოიძიებს: დისკუსიები, ნახატების პრეზენტაცია, ფილმების განხილვა, მუსიკალური კლიპების განხილვა ნარკომანიის შესახებ , შიდა სასკოლო გუნდური წერა თემაზე ,,ნარკომანია ერის პრობლემა"
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ნახატები, სლაიდ შოუ, ფოტო–კოლაჟი, ვიდეო–ფილმები, პრეზენტაცია, google.com და youtube.ge– საიტები ბოლგი, ბუკლეტები.
8.სარგებელი სხვებისთვის: ადამიანები რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს (მაგ: ნახატებს, ფოტო და ვიდეო მასალებს ...) დაინახავენ თუ რა შემზარავი სახე აქვს ნარკომანიას და მომავალში ისინი იქნებიან უფრო ფრთხილები, მიხვდებიან რამდენად საშიშია ნარკომანია და მათ არასოდეს გაუჩნდებათ სურვილი ნარკოტიკის მოხმარები
ს.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
–ლიტერატურაში ( წერას, კიტხვას, მოსმენას, საუბარს, მსჯელობას ).
–ხელოვნებაში (ნახატების შესრულებით) .
–ბუნებაში ( განიხილავენ გარემოს დაცვიოს პრობლემებს) .
–რელიგიაში ( მიმოიხილავენ რელიგიურ ასპექტს ).
– ისტ–ტექნოლოგიებში (გაიუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს) .
12. პროექტის ფასილიტატორი: იამზე ხარაიშვილი. 13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: iamze.xaraishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:iamzexaraishvili.blogspot.com .